20 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
ოთხოზორიას მკვლელობის საქმე - გალში მორიგი შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართა. რიგით 56-ე შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მსჯელობის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ გააკეთა.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე პირველ საკითხად კანჯიოღლის დასჯა დააყენა, რომელიც ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეშია ბრალდებული.

ანთიძის თქმით, ასევე იმსჯელეს საოკუპაციოს საზღვრის კვეთისთვის დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები