20 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
"ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულად ჩაივლის ეს გამოსვლა"-მმართველი გუნდი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებისთვის ემზადება

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან კონსტრუქციულად ჩაივლის ეს გამოსვლა“-ამის შესახებ განცხადება დავით მათიკაშვილმა, პრეზიდენტის პარლამენტში დაგეგმილ ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით გააკეთა. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მიუხედავად არსებული კითხვებისა, შეხვედრა იქნება იმ ჩარჩოებში, რასაც ეს ფორმატი ითვალისწინებს.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან კონსტრუქციულად ჩაივლის ეს გამოსვლა. ამ თემასთან მიმართებაში ზედმეტი იქნება დავუკავშიროთ ყველა ის ფაქტი, რაც მოხდა.  ეს არის პრეზიდენტის გამოსვლა და პრეზიდენტის გამოსვლას ჩვენ დაველოდებით. რა თქმა უნდა  კონტენტი და შიგთავსი ცხადია ამ მნიშვნელოვან კითხვებს  გვერდს ვერ აუვლის. ამაზეც იქნება ალბათ ყურადღება გამახვილებული,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 2 მაისს იგეგმება. გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართავს. მისი მოხსენება მმართველ გუნდთან უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე გაიმართება. 

დღის ამბები