26 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
9 ტონა ნარკოტიკული საშუალება ბანანის ყუთებში - ესპანელმა სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღეს. თითქმის 9 ტონა ნარკოტიკული საშუალება ბანანის ყუთებში იყო დამალული. ტვირთი პოლიციამ კოლუმბიურ გემზე აღმოაჩინა, რომელიც ქალაქ ალხე-სირასის პორტში შევიდა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროპოლთან ერთად ჩატარებული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა 6 ადამიანიც დააკავეს. ორი ეჭვმიტანილი საფრანგეთის ქალაქ ლიონში, ერთი თავად ალხე-სირასში, სამი კი მალაგაში აიყვანეს.

დღის ამბები