03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
"მანდარინების" შემოქმედებით ჯგუფს ლოს-ანჯელესში სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლეს

ლოს-ანჟელესში მდებარე ესტონურ სახლში სპეციალური მიღება გაიმართა, რომელზეც "მანდარინების" გადამღებ ჯგუფს ქალაქში მცხოვრები ესტონელები შეხვდნენ. საუბარი ფილმის გადაღების პროცესს შეეხებოდა.

შეხევდრას ფილმის რეჟისორი, პროდუსერი, ქართველი და ესტონელი მსახიობები ესწრებოდნენ.

პარალელურად, „მანდარინების“ გადამღები ჯგუფი წარმოდგენილი იყო ბევერლი ჰილსში, სამუელ გოლდვინის თეატრში, სადაც ოსკარზე წარდგენილი უცხოური ფილმების სიმპოზიუმი გაიმართა.

„მანდარინების“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მიშა მესხი აცხადებს, რომ ფილმის ოსკარებზე წარდგენა უნდა იყოს ბიძგი იმისათვის, რომ ქართულ ფილმს აქვს შესაძლებლობა, "საქართველოს დიდი კულტურა მსოფლიოში წარმოაჩინოს." 

ამავე თემაზე
დღის ამბები