03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
უკრაინელები ევროპის ქმედითი ნაბიჯების მოლოდინში არიან

კიევში, ღირსების მარშის დაწყებამდე დილიდან მიმდინარეობს გამოფენა რომელზეც წარმოდგენილია, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობის დამადასტურებელი ფაქტები. გამოფენაზე გამოტანილია რუსული წარმოების უპილოტო თვითმფრინავები, ჯავშან-ტექნიკა და საარტილერიო დანადგარები. 

"კუერიერთან" საუბრისას უკრაინელები ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინა შემდეგი იქნებოდა გამართლდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ევროპის ქმედითი ნაბიჯების იმედი აქვთ.  

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში კიევში ღირსების მარში მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს 10 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები