17 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
თბილისის მერიამ მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასები 43%–ით მომატებაზე უარი თქვა

თბილისის მერიასა და ორგანიზაცია ერთობას 2013-ს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრა გუშინ თბილისის მერიაში დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრის შემდეგ ერთობა 2013–ის წარმომადგენლებმა და თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ თბილისის მერიამ  მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასები 43%–ით მომატებაზე უარი თქვა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ მეტროპოლიტენის 300–მდე თანამშრომელი კვირას შეიკრიბება და სამოქმედო გეგმას გააჟღერებს. ერთ–ერთ ვერსიად განიხილება გაფიცვა, რაც თბილისის მეტროპოლიტენში მნიშვნელოვან შეფერხებებს გამოიწვევს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერიის წარმომადგენლებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. 

დღის ამბები