20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით - ევროკავშირის წარმომადგენლობა

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და საქართველოს ოკუპირებულ ტეორიტორიებზე არსებულ ვითარებაზეა საუბარი ევროკავშირის ოფიცილაური წარმომადგენლის განცხადებაში. 

გარდა ამისა, განცხადებაში ასევე საუბარია გახმაურებულ საქმეებზე და ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელება.   

"კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ შეშფოთებას ცხინვალში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით.

"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელება და იმედს გამოვთქვამთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებების დეპარტამენტი ხელს შეუწყობს სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას," - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში მოხსენიებულია აფგან მუხთარლის საქმეც.

ევროკავშირი დაინტერესდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიების მიმდინარეობით და მოუწოდა ხელისუფლებას, გაგრძელდეს საქართველოში მცხოვრები ადამიანის უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

 

 

დღის ამბები