21 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
"გამახარებდა გიგი უგულავას არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა“-მიხეილ სააკაშვილი

„მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა,“ - ამის შესახებ განცხადება „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ მხრიდან სწორი იქნება თუ ხელისუფლებასთან საბრძოლველად ოპოზიციას შეუერთდება.

"არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ! სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში,“ - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში გიგი უგულავა "ქართული ოცნების" კანდიდატთან გივი ჭიჭინაძესთან დამარცხდა. ცესკო-ს მონაცემებით გამარჯვებული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების მიხედვით, მეორე ტურის აუცილებლობა არ დგას. 

დღის ამბები