03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მოდის კვირეულზე ლონდონში

ქართველი დიზაინერები ლონდონში, საერთაშორისო მოდის კვირეულის ფარგლებში, საკუთარ ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებთან ერთად წარაადგენენ.

ლელა ელოშვილი, სალომე თოთლაძე და ლაშა დევდარიანი უკვე ლონდონში იმყოფებიან. მათი ნამუშევრების მთავარი ხაზი სამხატვრო აკადემიიის ისტორიული შენობაა.

სწორედ ეს თემატიკაა გამოტანილი ქართულ ვიდეოარტ ინსტალაციაზეც, რომელიც სახელწოდებით „სამხატვრო აკადემიიის ლაბირინთები”, ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში ტრიალებს შენობის კედლებზე.

საერთაშორისო მოდის კვირეული, რომელშიც 15 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველო ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციით არის წარმოდგენილი. კვირეულს ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერიც ეწვია და მომავალი კონცერტისთვის კოსტიუმიც შეარჩია. 

დღის ამბები