03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
"ჩქინი ნინა" - წიგნი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაურკვეველი დაფინანსებითა და გაურკვეველი მიზნებით

პოსტსკრიპტუმმა წიგნი სახელად ”ჩქინი ნინა” აღმოაჩინა, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა, დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოდ შექმნეს და მისი შეტანა რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის ქართულ სკოლებში იგეგმება.

აფხაზეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ამჟამად 31 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 4 ათას 459 მოსწავლე სწავლობს.

”აფხაზთა კრებაში” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ”ჩქინი ნინა” რუსიფიკატორული პოლიტიკის უშუალო გაგრძელებაა. ორგანიზაცია ”ლაზარე” იყო პირველი, რომელმაც ამ წიგნის არსებობის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში გაავრცელა.

წიგნი ხუთასიანი ტირაჟით ქალაქ როსტოვში 2013 წელს დაიბეჭდა. მისი ავტორი გალში გამომავალი სეპარატისტული გაზეთის მეგრულენოვანი განყოფილების მოქმედი ჟურნალისტი ნარგიზა ბასარიაა.

ქართულ საზოგადოებაში გავრცელდა ვერსია იმის თაობაზეც, რომ ამ სახელმძღვანელოს დამფინანსებელი შესაძლოა სახალხო მოძრაობა ”სამეგრელოს” თავმჯდომარე ალექსანდრე ჭაჭია ყოფილიყო.

საკმაოდ მწვავე საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ მეგრულ ენაზე წიგნები ოკუპანტის ხელით არ უნდა იწერებოდეს, მეგრული ვიკიპედიის რედკოლეგიამაც გააკეთა. ისინი ქართველ საზოგადოებას ამ თემაზე დისკუსიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები