17 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლა - სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამორიცხავს

ვარდების მოედანს სახელი ეცვლება და მას შესაძლოა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი დაერქვას. ინიციატივა საკრებულომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დააყენა.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ინიციატივა მხოლოდ იუბილეს უკავშირდება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამორიცხავს.

„ერთადერთი არგუმენტი ამ გადაწყვეტილების არის 100 წლის იუბილე დამოუკიდებლობის დღიდან, შესაბამისად, ერთადერთი არგუმენტი არის ეს და იმ კითხვას, თუ რატომ, მაინც და მაინც, ვარდების რევოლუციის მოედანი, იმიტომ, რომ აღნიშნული მოედანი არის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. პოლიტიკურ კონტექსტს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოვრიცხავ,“ - განაცხადა ნიბლოშვილმა.

დღის ამბები