19 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
სახელმწიფოს ფულით შექმნილი „საკვების წარმოების კომპანია“ ხილ-ბოსტნეულის გაყინვის სანაცვლოდ, ბიტკოინების წარმოებას იწყებს

სახელმწიფოს ფულით შექმნილი „საკვების წარმოების კომპანია“ საქმიანობის სფეროს იცვლის და ხილ-ბოსტნეულის გაყინვის სანაცვლოდ, ბიტკოინების წარმოებას იწყებს. კომპანიის საკონტროლო პაკეტს 63 პროცენტს სახელწმიფო ფლობს.

აღნიშნული კომპანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და გლეხების მიერ ზაფხულში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული უნდა გაეყინა ზამთარში კი გაეყიდა. ტენდერი 130 ათას ლარიანი ბიტკოინების მაინერების შესაძენად უკვე გამოცხადდა.

300 მაინერი, რომლის შეძენასაც საკვების წარმოების კომპანია გეგმავს, საათში 360 კვ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ამდენი ენერგია სჭირდება დაახლოებით 100 კომლიანი სოფელს დღეში გასანათებლად.

ოპოზიციას ეჭვი, აქვს რომ ელექტროენერგიის ფულს სახელმწიფო დაფარავს, კონკრეტული პირები კი მოგებას ნახავენ.

კომპანია, რომელიც მაინერებს ფლობს და ამ მაინერების გაქირავებას ის საკვების წარმოების კომპანიაზე გეგმავს, საქართველოში ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა. აღმოჩნდა რომ რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალობაა.

პეტრე ცისკარიშვილი, სოფლის მეურნეობის ექს მინისტრი იხსენებს, რომ საწარმოს შექმნა სახელმწიფოს დახმარებით წინა ხელისუფლების დროს მოხდა, თუმცა სულ სხვა მიზნისთვის. კომპანიისა და მთავრობის თანამშრომლობა ამ დრომდე გრძელდება ისე, რომ პირდაპირი ვალდებულება კომპანიას არ შეუსრულებია.

„საკვების წარმოების კომპანიის“ ხელმძღვანელი, გივი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ბიტკოინი საერთოდ არ იცის რა არის, მაინერები კი მხოლოდ სითბოს გამომუშავებისთვის სჭირდება, თუმცა რა უნდა გაათბოს, ამას უკვე აღარ აკონკრეტებს.

დაინტერესდება თუ არა ეკონომიკის სამინისტრო საკვების წარმოების კომპანიის მიერ საქმიანობის პროფილის შეცვლით, ჯერ უცნობია. უწყებაში ადასტურებენ, რომ სახელმწიფოს წილი კომპანიაში 63 პროცენტია.

დღის ამბები