თავისუფლების მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "რუსთავი 2" ს სახანძრო სამაშველო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი სავარაუდოდ, ძრავს გაუჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევა "საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.