03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
დაღუპული იუნკერების ხსოვნას საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო

1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოების წარმომადგენელებმა.

თბილისში, პარლამეტის შენობის ეზოში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, დეპუტატები და დაღუპულთა ნათესავები იმყოფებოდნენ. 

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩვენ ვზეიმობთ გამარჯვებას ქართული სულისა, გამარჯვებას, რომელიც სამხედრო დამარცხება იყო, მაგრამ გამარჯვება იყო სულის და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა, მიუხედავად იმისა, რომ მტერი იყო ბევრად მრავალრიცხოვანი, თავისი სიმტკიცით გაეტანა ჩვენი სიმართლე,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაღუპული იუნკერების ღვაწლზე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა და თქვა, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ.

„დღეს ჩვენი ქვეყანა ასევე დგას გამოწვევების წინაშე, ჩვენ წინაშე არის სირთულეები, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველანი ერთად ამ სიძნელეებს გადავლახავთ. ჩვენ ჩვენი სწორი პოლიტიკით, თანმიმდევრულად, პრაგმატული ხედვებით და მიზანდასახულობით ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავაერთიანებთ,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გმირულად დაღუპული ქართველების ხსოვნას პატივი მიაგო „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ დღევანდელი თავისუფლება არის ჩვენი წინაპრების, მრავალი თაობის ბრძოლის და თავგანწირვის შედეგი.

„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ მათ ბრძოლას, მათ თავგანწირვას, მათ ხსოვნას და ამავე დროს, დღევანდელი დღე უნდა იყოს კიდევ ერთი შეხსენება, რამდენად ბევრი გვაქვს ჩვენ დღეს საბრძოლველი და სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არასდროს აღარ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,” - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები