25 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
"კინოში ასახული ცხოვრება" - ლონდონი ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ლონდონი ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. 8 დღის განმავლობაში ბრიტანულმა აუდიტორიამ თანამედროვე და კლასიკად ქცეული ქართული ფილმები შეაფასა.

ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი ზაზა ურუშაძე ლონდონში რიგით მეხუთე ქართულ კინო ფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდა.

დარბაზი სავსე იყო მაშინაც, როცა ფესტივალის ფარგლებში რეჯენთ სთრით სინემაში მარიამ ხაჭვანის დედე აჩვენეს.

ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე კინოსთან ერთად უჩვენეს კლასიკად ქცეული ქართული ფილმებიც.

ფესტივალის მეორე დღეს რეჯენთ სთრით სინემაში ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი- გოგიტას ახალი ცხოვრება აჩვენეს.

ლონდონში ჩატარდა ქართული კინო პოსტერების გამოფენაც. პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 და ქართული კინოს 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლ დიდგორის მომღერლებმა შეასრულეს.

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გამართულ ფესტივალს კინოში ასახული ცხოვრება გამოეხმაურა გარდიანი.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი 

დღის ამბები