სემინარიისა და სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტები აცხადებენ, რომ სასწავლებლის რექტორის მისამართით ბოლო დროს გაკეთებული ბრალდებები უსაფუძვლოა.
სემინარიის კურსდამთავრებულმა რვა სტუდენტმა ბრიფინგი გამართა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დამსახურებებზე ისაუბრა.
„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ჩვენი სწავლის პერიოდში. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სემინარია არის ერთადერთი უნივერისტეტი საქართველოში, რომელიც განათლების სისტემას ემსახურება სრულიად უფასოდ, ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, აიღონ ბაკალავრის დიპლომი სრულიად უფასოდ,“ - აცხადებს სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი გიორგი ჭილაშვილი.