პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის თმით, ომის ვეტერანებისადმი მცირედი მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობა მათთვის პენსიის გაორმაგება იქნება.
"გუშინ პრაქტიკულად მთელი დღე გავატარე მათთან. მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი ძირითადად ეკონომიკურ ბლოკთან და მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახლემწიფოსი. ეს იქნება მათდამი მადლიერების მცირედი გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერმა.