17 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"მოსდევდა პოლიცია, ძალით გაუღეს მანქანის კარი, გადმოაგდეს და ხელები შეუკრეს"- თვითმხილველები სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებენ 

სპეცოპერაცია აგლაძის ქუჩაზე - თვითმხილველები დაკავების დეტალებზე საუბრობენ. ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ სამართალდამცავები მანქანას მისდევდნენ, მისი გაჩერების შემდეგ კი ორი ადამიანი დააკავეს. თვითმხილველების თქმით დაკავებულები 40 წლამდე მამაკაცები არიან.

„მოსდევდა მილიცია. დავინახე, რომ გააჩერეს მანქანა. გადმოდიო, არ აღებდა კარებს. ძალით გაუღეს კარები და გადმოაგდეს და ხელები შეუკრეს. მერე დაბლა ეყარნენ ესენი, ბანდიტები. ხელები შეუკრეს, მტკივაო ხელი ყვიროდა,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულები სამართალდამცავების ალყაში ერთ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. 

სპეცოპერაცია აგლაძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ ჩატარდა. არსებული ინფორმაციით დაკავებულებს გამოძიება თანხის გამოძალვას ედავება. სპეცოპერაციაში შსს-ს სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიცია მონაწილეობდა.

ამ დრომდე ძალოვან უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები