30 ნოემბერი 2021,   16:58
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულია ექვსი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ბენზეს დასახლებაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშუტო ტაქსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, ექვსივე ადამიანი კონტაქტურია.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები