23 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
ანტისამთავრობო აქცია ყაზახეთში - სამართალდამცავებმა 50 დემონსტრანტი დააკავეს

ყაზახეთში ანტისამთავრობო აქცია დაკავებებით დასრულდა. ალმაატის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა 50 დემონსტრანტი დააპატიმრეს. საპროტესტო გამოსვლები ყახაზეთში იშვიათად იმართება.

აქცია ორგანიზებული იყო ყოფილი ბანკირის და ნურსულთან ნაზარბაევის მთავარი ოპონენტის მუხტარ აბლიაზოვის მიერ, რომელსაც სამშობლოში თაღლითობის ბრალდება აქვს წაყენებული. ის ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და მხარდამჭერების მობილიზებისთვის სოციალურ ქსელებს იყენებს. 

დღის ამბები