17 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
სახელმწიფო ეროვნული პრემიის კონკურსი - გამარჯვებულებს პრეზიდენტი 26 მაისს დააჯილდოებს

სახელმწიფო ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულებს პრეზიდენტი 26 მაისს დააჯილდოებს. კონკურსის შედეგები გიორგი მარგველაშვილმა კომისიის წევრებთან ერთად შეაჯამა.

პრეზიდენტი შოთა რუსთაველის, ვაჟა ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრებს შეხვდა. სწორედ მათ უნდა გამოავლინონ ის გამარჯვებულები, რომლებსაც ოფიციალურად, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, 26 მაისს დაასახელებენ. კომისიის წევრების თქმით, მათთან ბევრი განაცხადი შევიდა.

სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს, რომლებსაც კომისიისთვის საკუთარი ნამუშევრები უნდა წარედგინათ.

„ეს პრემიები გაიცემა 26 მაისის კვირაში. განსაკუთრებული ყურადღება იქნება საქართველოზე ამ დღეებში და სწორედ იმ ადამიანებით, რომლებიც იქნებიან გამორჩეულნი მეცნიერების, ხელოვნების დარგით, ამ ადამიანებით საქართველოს წარდგება ამ ზეიმზე მსოფლიოს წინაშე,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები