17 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს მეორედ განიხილავს

ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს მეორედ განიხილავს. ორი წლის, წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ მოქმედი კანონი არაკონსტიტუციურად სცნო, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული ახალი რეგულაციები სასამართლოში ისევ გასაჩივრდა.

შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც აღმოჩნდა ე.წ. მოსმენების გასაღები, თუმცა მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სააგენტო რეალურად სუს-ს ექვემდებარება და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი საეჭვოა. 

კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს 326 მოქალაქემ მიმართა, მათ შორის სახალხო დამცველმა.

მეგობრის სტატუსით დარეგისტრირდა პრეზიდენტის წერილობითი შუამდგომლობაც. გამწესრიგებელ სხდომაზე პლენუმმა ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების პოზიციებიც მოისმინა.

სასამართლოში ასევე იმყოფებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შემდეგ, სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები