19 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
ავსტრალიის უხუცესმა მეცნიერმა 104 წლის ასაკში სიცოცხლე ევთანაზიის დახმარებით დაასრულა

ავსტრალიის უხუცესმა მეცნიერმა 104 წლის ასაკში სიცოცხლე ევთანაზიის დახმარებით დაასრულა. დევიდ გუდოლი სპეციალურად ჩავიდა ავსტრალიიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, სადაც მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.

გუდოლი ცნობილი ეკოლოგი და გეობოტანიკოსი იყო. მას ნებაყოფლობით სიკვდილი მხოლოდ ხანდაზმულობის გამო სურდა.

ევთანაზია დეივიდ გუდალმა შვეიცარიაში გაიკეთა.

ინექციამდე მეცნიერს ბოლო სურვილი შეუსრულეს. მან თევზი, ჩიფსები და ჩიზქეიქი მიირთვა, შემდეგ კი საყვარელ მუსიკალურ ნაწარმოებს, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას მოუსმინა.

დღის ამბები