20 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
იტალიაში ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

იტალიაში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ის დანაშაულებრივი ქსელი აღმოაჩინა, რომელიც ისლამისტ მებრძოლებს აფინანსებდა.

პოლიციამ სულ 14 ეჭვმიტანილი დააკავა, რეიდები კი კუნძულ სარდინიასა და იტალიის ჩრდილოეთით მდებარე სამ რეგიონში ჩატარდა.

სამართალდამცველებმა 20-მდე საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულები წარმოშობით სირიელები და მაროკოელები არიან.

დღის ამბები