17 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
"ჩვენ ვიცით, რომ არის სერიოზული გამოწვევა სასამართლო სისტემაში" - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს ქუთაისში ადვოკატებს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა.

საუბარი შეეხო სასამართლო სისტემის რეფორმას. ასევე მოსამართლეთა დისციპლინარულ საკითხებს და იუსტიციის საბჭოს გამჭვირვალობა.

„მოსამართლეები, ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს მოსამართლეთა რიცხოვნობა, შტატები, იმისათვის, რომ საქმეთა გაჭიანურების პრობლემა მაქსიმალურად შემცირდეს. ჩვენ, დღეს ვიცით, რომ არის სერიოზული გამოწვევა სასამართლო სისტემაში. აქ იყო საუბარი გარკვეულ ორგანიზაციულ საკითხებზეც, რომელზეც მე ვისაუბრე სასამართლოს თავმჯდომარეებთან და მოსამართლეებთან, რომლებიც ვფიქრობ, რომ არის მოკლე დროში გადაწყვეტადი საკითხები და იმედი მაქვს, რომ ეს მოგვარდება,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები