პრეზიდენტის რეზიდენცია ავლაბრიდან შესაძლოა ათონელზე გადავიდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა.
მარგველაშვილის აზრით, ავლაბრის რეზიდენციის თემა მომავალი არჩევნებისთვისაც პრინციპულ საკითხად რჩება და ამ სასახლეში შესვლა - არ შესვლით მომავალი პრეზიდენტი ბევრ რამეს იტყვის.
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს მარგველაშვილს მიიჩნევს, რომ მომავალი პრეზიდენტი ავლაბრიდან ათონელზე უნდა გადავიდეს.
ოპოზიციაში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას რეზიდენციის ცვლილებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამ თემის გააქტიურებას პიროვნულ დაპირისპირებას უკავშირებენ.
გიორგი მარგველაშვილი 2013 წელს, როდესაც პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, აცხადებდა, რომ სასახლე ზედმეტად პომპეზური იყო.
გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენა საკითხის პოლიტიზირების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ რეზიდენციაში არ უნდა ყოფილიყო.
პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა მის რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს კვადრატული მეტრები და კომუნალურები დაუთვალა. მარგველაშვილმა კი უპასუხა, რომ ივანიშვილს რეალურად არა ხარჯები, არამედ არამორჩილი პრეზიდენტი აღიზიანებდა.