20 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
ძიუდოს ფედერაციის ხმაურიანი ყრილობა - ქევხიშვილი თანამდებობაზე რჩება, სპორტსმენები კი პროტესტს აგრძელებენ

ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ კარს მიღმა და გაძლიერებული დაცვის თანხლებით დაიწყო. „ბილტმორის“ სხდომათა დარბაზში საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ხმაურით შევიდნენ. ფედერაციის ხელმძღვანელის მოწინააღმდეგეები ყრილობაზე დასწრებას ითხოვდნენ.

ძიუდოისტებმა ყრილობა ზუსტად 15 წუთში დატოვეს, ამის მიზეზად კი დელეგატთა მათდამი დამოკიდებულება დაასახელეს.

ყრილობა თითქმის ორი საათი გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტმა დაპირისპირებულ ძიუდოისტებთან დიალოგი არ გამორიცხა. დავით ქევხიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა უხერხულ კითხვას ამომწურავად უპასუხა.

პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს ყრილობის დელეგატებმაც და ფედერაციის მთავარმა სპონსორმაც.

ქევხიშვილის გადადგომას არ ემხრობა არც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე. 

ყრილობის დასრულების შემდეგ, ნაკრების ძიოუდოისტები მცხეთაში შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას ქევხიშვილის გადადგომამდე გააგრძელებენ.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების წევრებს შორის ურთიერთობა ისრაელში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიძაბა, რომელზეც ნაკრებმა პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. ძიუდოისტები წარუმატებლობის მთავარ მიზეზად დავით ქევხიშვილს მიიჩნევენ.

დღის ამბები