25 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
სამტრედიის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

სამტრედიის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც „რუსთავი 2“-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცი ბარძაყის არეშია დაჭრილი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს კვლევები უტარდება და საოპერაციოდ ამზადებენ. ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცს მოტეხილობებიც აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები