03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
წლის კინომოვლენა "ოსკარები" ფილმ Birdman-ის გამარჯვებით დასრულდა

კინოს სამყაროს მთავარი მოვლენა დასრულებულია. ლოს-ანჯელესში ოსკარის ნომინანტები დააჯილდოვეს. ამერიკის კინოაკადემიამ წლის ფავორიტად მექსიკელი რეჟისორის ფილმი Birdman დაასახელა. წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ოსკარის ქანდაკებები ჯულიან მურმა და ედი რედმეინმა დაიმსახურეს. უცხოური ფილმების კატეგორიაში ამერიკულმა კინოაკადემიამ ჯილდო პოლონურ ფილმს IDA-ს  გადასცა.

ამერიკის კინო აკადემიის 87-ე ცერემონიისთვის წელსაც გამორჩეულად იზრუნეს ქალბატონებმა, მათი სადღესასწაულო სამოსი კი დიორის, შანელის, ელი სააბის, არმანისა და რამდენიმე უცნობი დიზაინერის უახლესი კოლექციებიდან იყო შერჩეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები