მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ კონტრაქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს. აქციაზე დაპირისპირება მოხდა. „საქართველოს ახლგაზრდა ეროვნული ალიანსის“ თავმჯდომარე და მისი მომხრეები 9 აპრილის მემორიალთან მისვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, დაპირისპირების შემდეგ კი სამართალდამცველებმა გაბედავა დააკავეს.
აქციის მონაწილეები, რომლებიც მოძრაობა „თეთრ ხმაურს“ უპირისპირდებიან, ამ წუთებში 9 აპრილის ბაღში არიან შეკრებილები.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში „გალერი“ და „ბასიანი“, ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.