25 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
„ჩვენ ვითხოვთ სისტემის ცვლილებას, ეს გაცილებით დიდი ცვლილებაა ვიდრე შს მინისტრის ცვლილება"-ბაია პატარაია

„ჩვენ ვითხოვთ სისტემის ცვლილებას, ეს გაცილებით დიდი ცვლილებაა ვიდრე შს მინისტრის ცვლილება“-ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბაია პატარაიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერი-მინისტრს, რომელმაც უნდა დაანახოს აქციის მონაწილეებს, რომ სისტემური ცვლილებების პოლიტიკური ნება არსებობს.

„უნდა დავინახოთ, რომ ეს პოლიტიკური ნება არსებობს და უბრალოდ სადღეგრძელოები არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი პოლიტიკური ნება, რისთვის არიან ისინი მზად.  რის ცვლილებაზე არიან თანახმა. ჩვენ აღარ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელშიც ვცხოვრობდით 2 დღის წინ და 25 წლის განმავლობაში,“-განავცხადა ბაია პატარაიამ. 

დღის ამბები