03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
სახალხო დამცველი აშშ-ში კოლეგებს და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

სახალხო დამცველი აშშ-ში შეხვედრებს მართავს. უჩა ნანუაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვედა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე ესაუბრა.

ვაშინგტონში კითხვები ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესზე ჰქონდათ.

სახალხო დამცველის თქმით, შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

„ინტერესი ზოგადად არის ძალიან მაღალი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დაინტერესებული იმ პროცესებით, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში და ასევე ადამიანის უფლებებისადმი ინტერესი არის ძალიან მაღალი,” - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილმა თავის კოლეგებთან შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობასა და საქართველოში შრომის უფლებების ეფექტურ რეალიზაციაზეც ილაპარაკა.

სოლიდარობის ცენტრის ევროპისა და შუა აზიის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელის რუდი პორტერის თქმით, საქართველოში შრომის ინსპექციის გაუქმება საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუციის აღდგენა. მანვე აღნიშნა, რომ ამან უნდა უზრუნველყოს საქართველოში შრომის უფლებების იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა.

„ამ პროცესში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახალხო დამცველის ოფისის ჩართვა,” - განაცხადა სოლიდარობის ცენტრის ევროპისა და შუა აზიის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელმა რუდი პორტერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები