01 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
ზუგდიდში 38 წლის მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში 38 წლის მამაკაცი დაჭრეს. ის წალენჯიხის წყალკანალის თანამშრომელია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაჭრილს უცნობი პირი მანქანით აედევნა, ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა და შემდეგ ცივი იარაღით 3 ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მამაკაცი სისხლისგან იცლებოდა და შველას ითხოვდა.

დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

დააკავეს თუ არა სამართალდამცველებმა დამნაშავე, უცნობია.

დღის ამბები