03 ოქტომბერი 2024,   08:37
ვრცლად
"თანამდებობის დატოვებაზე საუბარი არ მქონია," - გეგი ნიჟარაძე ბრალდებას პასუხობს

გეგი ნიჟარაძე თანამშრომელზე ზეწოლის ფაქტს ვერ იხსენებს და აცხადებს, რომ კომენტარს მის წინააღმდეგ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე მისი მოსმენის შემდეგ გააკეთებს.

გეგი ნიჟარაძეს "რუსთავი 2-ს" მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა” ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც გეგი ნიჟარაძე თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებს.

„თანამდებობის დატოვებაზე ლაპარაკი არ მქონია. თანამშრომლებს ბევრს ვესაუბრები, მაგრამ ასეთი საუბარი არ მქონია, ჩანაწერი უნდა ვნახო და მერე დამირეკეთ,” - განაცხადა ნიჟარაძემ სატელეფონო ინტერვიუში.

ამავე თემაზე
დღის ამბები