03 ოქტომბერი 2024,   08:38
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო ფორუმზე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ

ბირთვული უსაფრთხოების და რადიაციული ნივთიერებების გაუვრცელებლობის საკითხებს განიხილავენ ორი დღის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ფორუმზე.

ფორუმში, საერთაშორისო დონის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ქართული მხარის განმარტებით, საქართველო ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიო თანამეგობრობასთან აქტიურად თანამშრომლობს. ამის მაგალითი კი სხვადასხვა წლებში საქართველოში დაკავებული და ამოღებული რადიაციული ნივთიერებებია.

„ფორუმის შედეგები აისახება მიმდინარე წლის მაისში გაეროს შტაბბინაში კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება და მიეძღვნება სწორედ ბირთვული გაუვრცელებლობის ყოველწლიურ მიმოხილვას,” - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობაში დიდი მხარდაჭერა იგრძნობა მსოფლიო თანამეგობრობისგან.

„ჩვენ გვაქვს პერმანენტული კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, როგორც სამეცნიერო ვიზიტები, ასევე ინდივიდუალური სასწავლო ტრენინგები საზღვარგარეთ,” - განაცხადა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები