20 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
"მე არ ვაპირებ, რომ პოზიცია დავაფიქსირო" - პრეზიდენტი არ აკონკრეტებს მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. როგორც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ის ჯერ ელოდება ნატოს სამიტის და 26 მაისი ღონისძიების დასრულებას, რის შემდეგაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

“მე არ მგონია, რომ ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს სახელმწიფო უნდა შეხვდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი იმყოფება საარჩევნო კამპანიაში და შესაბამისად, შესაძლოა იყოს კონკურენტი სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებისათვის. ეს არ იქნება კარგი. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ორივე თარიღის ირგვლივ გაერთიანებული და სანამ ეს ორი თარიღი არ შედგება და ეს შეგდება წარმატებულად არ უნდა ვიყოთ გახლეჩილები პოლიტიკური დღის წესრიგით. ყოველ შემთხვევაში ამას მე ვცდილობ ძალიან.

"ვერ ვიტყვი, რომ ყველა პოლიტიკური ძალა მოწოდებულია იმისთვის, რომ ეს გახლეჩა არ მოხდეს. დინამიკა ისეთი არის, რომ ხშირად ვხედავ პოლიტიკური დღის წესრიგები დომინირებს სახელმწიფოებრივ დღის წესრიგებზე მაგრამ ამ თარიღებამდე მე არ ვაპირებ, რომ პოზიცია დავაფიქსირო,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები