24 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
კორუფციული გარიგება - პროკურატურამ პატრულ-ინსპექტორი დააკავა

პროკურატურამ კორუფციულ დანაშაულზე საპატრულო პოლიციის ინსპექტორი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პატრულის თანამშრომელმა მის ნაცნობს 6400 დოლარი და 4000 ლარი გამოართვა. პოლიციელი ნაცნობს დაჰპირდა, რომ პოლიციის საჯარიმო სადგომიდან ავოტმობილის გამოყვანაში დაეხმარებოდა.

აღნიშნული ავტომობილი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე საჯარიმო ნივთმტკიცების სახით იყო გადაყვანილი. პატრულ-ინსპექტორი ნაცნობს არწმუნებდა, რომ თანხას პროკურატურაში მის უფროსს და გავლენიან მეგობრებს გადასცემდა.
დაკავებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები