26 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
მუქარა ინგა გრიგოლიას მიმართ - სამართალდამცავებმა დამნაშავე დააკავეს

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას წლების განმავლობაში ემუქრებოდა დაკავებულია. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, დაკავებულს ბრალი 2 მუხლით წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია გუშინ პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ წლების განმავლობაში უცნობი მამაკაცი ემუქრებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ მისი შვილის მამაა და ჟურნალისტისგან შვილის ნახვას და ფულს ითხოვდა.  

"ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს," - განაცხადეს შს სამინისტროში.

დღის ამბები