20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
"ასეთი პრეცედენტი არც არსებობს" - შვეიცარიულ კომპანიასთან ტვირთბრუნვის გაკონტოლებაზე დოკუმენტს რუსეთმა ხელი მოაწერა

შვეიცარიულ კომპანია SGS-თან ხელშეკრულება საქართველოს შემდეგ, უკვე რუსულმა მხარემაც გააფორმა. სწორედ შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოძრავი ტვირთების გაკონტროლება, თუმცა კვლავაც უცნობია სად მოეწყობა საკონტროლო გამშვები პუნქტები. უცნობია ისიც, თუ კონკრეტულად რა პირობებს მოაწერა ხელი რუსეთის ფედერაციამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურა აბაშიძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია ისეთი, რომელსაც განხილვა სჭირდება.

„დეტალებზე ამ ძალიან არაორდინალურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, არაორდინალურს იმიტომ ვამბობ, რომ პრინციპში პრეცედენტი არც არსებობს. ძალიან ორიგინალური შეთანხმება და ძალიან ორიგინალური პროექტია. ამიტომ სჯობს, რომ სპეციალისტებთან გაიაროთ ყველ საკითხი. შექმნილია სამთავრობო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. ჩვენ გვექნება პრაღაში ზოგადი საუბარი. მოგეხსენებათ, რო ჩვენ გასულ წელს დეკემბერში გავაფორმეთ კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან და რუსეთმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი,“-განაცხადა ზურა აბაშიძემ.

მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე საუბრობს მმართველი გუნდი. გია ვოლსკი ამბობს, რომ  ტვირთების გაკონტროლების მექანიზმთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვევა.

„მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას თვითონ მექანიზმები ამის განხორციელების თაობაზე ისევ და ისევ საინტერესოა და მეტი ინფორმაცია გვექნება მოლაპარაკებების შემდეგ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები