17 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
თბილისის ქუჩებში დღეიდან ქვეითი პატრული მოძრაობს

თბილისის ქუჩებში დღეიდან ქვეითი პატრული მოძრაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულ ინსპექტორთა 10 ჯგუფი, ქალაქის 10 ყველზე ხალხმრავალ და ტურისტულ უბნებში ივლის. მთავარი ამოცანა ტურისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა და ვიზიტორებისთვის ქვეყანაში მოქმედი კანონების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იქნება.

საპატრულო პოლიციის 40-ვე ახალმა თანამშრომელმა გადამზადების კურსები გაიარა. ქვეით პატრულს სპეციალური საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის სამხრე ვიდეო კამერები აქვთ. ახალი რეფორმისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 100 ათასი ლარი დახარჯა.

ქვეითი პატრული სამინისტროს მიერ დაწყებული რეფორმის ნაწილია. დედაქალაქის შემდეგ, ქვეითი პატრულები ქვეყნის ყველაზე ტურისტულ ადგილებში ბათუმსა და ქუთაისშიც გამოჩნდებიან.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები