20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთბრუნვის კონტროლს შვეიცარიული კომპანია იწყებს, თუმცა ზუსტად რა პირობებს თანხმდა რუსეთი, უცნობია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთბრუნვის კონტროლს შვეიცარიული კომპანია იწყებს. თუმცა რა ბერკეტი ექნებათ ხელში ევროპელ სპეციალისტებს სავარაუდოდ 24 მაისს, პრაღაში კარასანი-აბაშიძის შეხვედრაზე გაირკვევა. რუსეთმა შვეიცარიულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, თუმცა რა წერია დოკუმენტში უცნობია. ასევე უცნობია სად განთავსდება სასაზღვრო გამშვები პუნქტები, რომელთა საშუალებითაც ტვირთბრუნვის გაკონტროლება მოხდება. ქართული მხარისთვის პრინციპული მოთხოვნაა საერთაშორისო მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის საშუალება ჰქონდეთ.

შეკითხვები რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე აქვს ოპოზიციასაც, რადგან მათთვის ბევრ სხვა თემასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ის კოორდინატები, რომლებიც შვეიცარიულ მხარესთან ტვირთბრუნვის გასაკონტროლებლად 2011 წელს შეთანხმდა. მაშინდელი შეთანხმების თანახმად შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლები საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე მდინარე ფსოუსთან, სამეგრელოში მდინარე ენგურთან, როკის გვირაბთან, სოფელ ერგნეთთან და ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან უნდა განთავსებულიყვნენ. მოაწერა თუ არა რუსეთმა ხელი ზუსტად ამ შეთანხმებას და განხორციელდება თუ არა ეფექტური კონტროლი ამ კითხვაზე დღეს არც ერთ სახელმწიფო უწყებას პასუხი არ აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები