17 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
ჩიქოვანის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში წყლის მილი გასკდა

ჩიქოვანის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში წყლის მილი გასკდა, შემთხვევის შედეგად დაიტბორა საცხოვრებლის სარდაფი და პირველი სართული. წყალი სამ საცხოვრებელ სახლში შევიდა.

უსაფრთხოების მიზნით, სადარბაზოში გამორთული იყო ელექტროენერგია. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური. GWP-ის წარმომადგენლებმა გადაკეტეს წყალმომარაგება.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, 3 საათის განამავლობაში ცდილობდნენ GWP-ის წარმომადგენლების გამოძახებას და როგორც მოსახლეობა განმარტავს, ისინი ადგილზე 3 საათის დაგვიანებით მივიდნენ.

თავად GWP-ში დაგვიანების მიზეზი იმით ახსნეს, რომ ეს შიდა ქსელური დაზიანება იყო და აღნიშნულის გამოსწორება მათ არ ეხებოდათ.

დღის ამბები