იბრძოლებს თუ არა მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის ეს ივლისის შუა რიცხვებში გაირკვევა. მოქმედი პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ გემებს ნატოს სამიტის შემდეგ გაამხელს, რომელიც 11-12 ივლისს არის ჩანიშნული.
ვიდრე მარგველაშვილი საკუთარ პოზიციას გაახმოვანებს, მმართველი გუნდმა მარგველაშვილის პოლიტიკური სვლებში მისი გადაწყვეტილება უკვე ამოიცნო. „ქართული ოცნება“ ვარაუდობს, რომ 2013 წელს "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის რჩეული 2018 წლის არჩევნებზე მათი კონკურენტი იქნება.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს, 12 მაისის სტუდენტებმა პრეზიდენტს გახარიას მინისტრობის შეფასებაც სთხოვეს. მარგველაშვილმა პერსონალიებზე არ ისაუბრა, თუმცა ამჯერადაც არ გაუშვა შანსი "ქართლი ოცნების" შეცდომებზე ესაუბრა. თქვა, რომ ნარკორეალიზატრების დაკავება ყოველდღიური რუტინაა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებებით, ქვეყანა რეალურ დაძაბულობამდე მივიდა.
პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილზე და პუტინის აგრესიულ პოლიტიკაზეც ისაუბრა. მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორია. ტექნიკური უნივერსტიტეტის სტუდენტებს გიორგი მარგველაშვილმა დღეს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.