20 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - "ქართული ოცნების" ერთიანი გადაწვეტილება სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი   

ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს. უმრავლესობა გაფართოებული ფორმატით ხვალ "ქართული ოცნების" ოფისში შეიკრიბება და ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიციებს შეაჯერებს. თითქმის ერთწლიანი დისკუსიის მიუხედავად, მმართველ პარტიაში შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეუთანხმებელი დეკრიმინალიზაციისა და დოზების განსაზღვრის საკითხებია.

აკაკი ზოიძეს მისივე მოადგილე და კომიტეტის სხვა წევრები ეწინააღმდეგებიან. კომიტეტის თავმჯდომარის ოპონენტების რიგებშია ჯანდაცვის კომიტეტის ერთი ნაწილი და ფრაქცია "კონსერვატორები." ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისინი ხვალ თავისი პოზიციების დაცვას აპირებენ. ე.წ. მეამბოხე დეპუტატები ამბობენ, რომ ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დეკრიმინალიზაცია დაუშვებელია.

დეპუტატების ის ნაწილი კი, რომელიც კანონპროექტის ინიციატორია, ამბობს რომ მმართველ პარტიას პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს ნარკოპოლიტიკა შეცვალოს.

პარლამენტს ნარკოპოლიტიკაზე გადაწყვეტილების მისაღებად 10-დღიანი ვადა აქვს.

დღის ამბები