03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
კახა კალაძე პურის გაძვირებას გამორიცხავს

ლარის კურსის დაცემის ფონზე, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე პურის გაძვირებას გამორიცხავს.

მისი თქმით, პურის ფასი არც გაზის გაძვირების შემთხვევაში მოიმატებს, რადგან გაზის მარჟა მის ღირებულებაში არის ძალიან ცოტა.

კალაძე აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაირკვევა ლარის კურის ნიშნული, რაც საბოლოოდ ფასებსაც დაარეგულირებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე კი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა, მისი თქმით, ეს სოციალურ ხარჯებს არ შეეხება.

დღის ამბები