03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
გადმოვარდა თუ გადმოაგდეს - რა შეემთხვა 25 წლის გოგონას ბათუმში?

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მოტეხილობებით 25 წლის უცხოეთის მოქალაქე წევს.

როგორც „კურიერის” ბათუმის კორესპონდენტი იტყობინება, გოგონას ორივე ბარძაყის ძვალი მოტეხილი აქვს და მას ხვალ ოპერაცია უნდა გაუკეთონ.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა ვითარებაში მოიტეხა უცხოეთის მოქალაქემ ფეხები.

„კურიერის” კორესპონდენტის ინფორმაციით, დაშავებულმა ექიმებს უთხრა, რომ ის რესტორანში ქეიფის დროს ფანჯრიდან გადმოვარდა.

ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ის გადმოაგდეს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

როგორც „კურიერისთვის” ცნობილი გახდა, გოგონას ჰყავს მეუღლე, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში არ გამოჩენილა და მას არც მკურნალობის ხარჯები დაუფარავს. შესაბამისად, კლინიკაში ხვალინდელი ოპერაციის ჩატარების საკითხიც გაურკვეველი რჩება. 

დღის ამბები