03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
საარჩევნო თემებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება

საარჩევნო თემებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას განაგრძობს.

არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები ამჯერად საიას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებს ხვდებიან.

სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდებიან კონკრეტულ პუნქტებზე. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის თქმით, კონსულტაციების შემდეგ კამპანიური ხასიათის აქციები დაიწყება, რომელსაც პოლიტიკური თუ არასამთავრობო ჯგუფის წარმომადგენლები შეუერთდებიან.

დღის ამბები