03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
180-ე საჯარო სკოლაში ევაკუაციაა - პოლიცია ბომბს ეძებს [ფოტო]

თბილისში, ვარკეთილში მდებარე 180-ე საჯარო სკოლაში ევაკუაციაა.

რამდენიმე წუთის წინ სკოლაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ შენობა დანაღმული იყო.

სპეციალური სამსახურების მოთხოვნით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შენობა გაკვეთილის მსვლელობის დროს დაატოვებინეს. 

შენობაში კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები ასაფეთქებელ საშუალებას ეძებენ, მოსწავლეები და პედაგოგები კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. 

 

 

 

დღის ამბები