03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, 180-ე საჯარო სკოლაში ბომბი არ აღმოჩნდა

თბილისში, ვარკეთილში 180-ე საჯარო სკოლაში ბომბი არ აღმოჩნდა, თუმცა სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს ჩაიშალა. 

სკოლაში ევაკუაციის პროცესი 12 საათისთვის ანონიმური სატელეფონო ზარის შემდეგ შეწყდა და შენობის ევაკუაცია დაიწყო.

კრიმინალისტებმა საჯარო სკოლის შენობა შეამოწმეს. თუმცა შენობაში ასაფეთქებელი საშუალება არ არის აღმოჩენილი. 

ახლა უკვე მიმდინარეობს იმ პირის დადგენა, რომელმაც სკოლაში დარეკა. ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებული მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამკაცრებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები