03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
კიდევ ერთი ხმაურიანი აქცია - "გადადგნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები!" [ფოტო]

"პრემიერო, ხალხს მოუსმინე!" - ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაურიანი აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სოციალურად დაუცველები და დევნილები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მათ სახელმწიფო დახმარება შეუჩერდათ.

აქციის მონაწილეები სოციალური აგენტების არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე მიუთითებენ და დევნილი, სოციალურად დაუცველი და უსახლკარო მოსახლეობის მიმართ მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებენ.

აქციის მონაწილეებმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების გადადგომა და პრემიერ- მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. 

 

დღის ამბები